en
ge

ომბუდსმენის აპარატის და საიას დახმარებით, პატიმრებმა დავები მოიგეს

ომბუდსმენის აპარატის და საიას დახმარებით, პატიმრებმა დავები მოიგეს

თბილისი. 2021 წლის მარტიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც პატიმრებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო.

„წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჯამში შეირჩა 10 პატიმრის საქმე, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა. სასამართლოში წარმომადგენლობას საია ახორციელებდა.

ამ დროისთვის რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში უკვე დასრულდა 5 საქმის განხილვა. ხუთივე საქმეზე სასამართლოებმა დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნები და შესაბამისად, უკანონოდ იქნა ცნობილი კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დანარჩენ ხუთ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერჯერობით გრძელდება.

სახალხო დამცველის აპარატი და საია იმედოვნებენ, რომ ეს საპილოტე პროექტი და მიღწეული დადებითი შედეგები, სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები პოზიტიურ გავლენას მოახდენს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების არსებულ პრაქტიკაზე“.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)