თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს: დეკრეტული შვებულება 2020 წლის შრომის რეფორმამდე და მის შემდეგ.
„დასაქმებულთათვის უმთავრეს პრობლემა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაა, რომელიც მთელი დეკრეტული შვებულების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გასაცემ ერთჯერად 1 000 ლარს ითვალისწინებს. მინიმალური ანაზღაურების პირობებში, ცხადია მშობელი ბავშვის მოვლის ღირსეულ უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ დეკრეტული შვებულების არასრულად გამოყენებაში, სამსახურში მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებასა და პრაქტიკულად, დეკრეტული შვებულების უფლების შეზღუდვაში გამოიხატება.
2020 წლის რეფორმამ ბავშვის მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესაძლებლობა მისცა, თუმცა დღესდღეობით ბავშვის დედასა და მამას დეკრეტული შვებულების ერთდროულად გამოყენების საშუალება არ აქვთ.
შრომის რეფორმის მცირე პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, დეკრეტული შვებულების საკანონმდებლო სტანდარტი ღირსეული შრომის უფლების სათანადო დაცვას, აღსრულებასა და დასაქმებულთა თანასწორობის უზრუნველყოფას კვლავ ვერ ხერხებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)