თბილისი. კოალიციის საერთო კრებაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი თავმჯდომარე ორგანიზაციად აირჩიეს, ადამიანის უფლებათა ცენტრი კი თავმჯდომარის მოადგილე ორგანიზაციად.
მმართველ კომიტეტში იქნებიან: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, უფლებები საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
წყარო: coalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)