აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა.
„პრეზენტაციას დაესწრნენ აჭარის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)