თბილისი. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდეს და ის ძალადობის აღმოფხვრის უფრო მრავალშრიან ხედვას და მიდგომებს დაეფუძნოს. მნიშვნელოვანი მასში ერთის მხრივ, მკვეთრად გაძლიერდეს მსხვერპლი ქალების რეალურ საჭიროებებზე და გრძელვადიან გაძლიერებაზე მიმართული მუშაობა, მეორეს მხრივ, კი შეიქმნას ინტერ-დისციპლინურ ცოდნაზე და ინტერ-უწყებრივ (საპოლიციო, მართლმსაჯულების, სოციალური და პენიტენციალური სფეროების) კოორდინაციაზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს უპასუხებს, ძალადობის ჩამდენ პირებს ქცევის, ცნობიერებისა და მიდგომების რეალურ ცვლილების პირობებს შეუქმნის და მოახერხებს ძალადობის რისკების გაზომვის უფრო დროული და დახვეწილი მეთოდოლოგიების დანერგვას“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)