თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მედიაციის პროცესის დასრულებას ეხმიანება და დამოუკიდებელი შეფასებების შეუსრულებლობას აკრიტიკებს.
„ენერგო-გაერთიანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში არ საბუთდება, თუ რატომ უქმდება დამოუკიდებელი შეფასებების მომზადების პროცესი მაშინ, როდესაც ნამახვანი ჰესის პროექტის პრობლემურობა და მისით გამოწვეული ზიანის მასშტაბის შესახებ ჩვენი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პირველადი შეფასებები და ვარაუდები უკვე მართლდება. გავრცელებული ინფორმაციით, ენკას მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნა, მაღალ საბიუჯეტო დანახარჯებს იგულისხმებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რის შესახებაც, ენერგო-გაერთიანების პროცესიდან გასვლით, პროექტის სათანადო სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება შეუძლებელი ხდება“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)