თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები შეისწავლა.
„2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 125 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების 4 500-მდე პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა
აქედან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის, რომელთაც 2016-2021 წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 1.1 მლნ ლარზე მეტი გაიღეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ბლოგპოსტში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)