თბილისი. სათემო ორგანიზაციების საქმიანობის წარმოსაჩენად და მათი მიღწევების საზოგადოებისთვის გასაცნობად, სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართა.
„ფორუმის განმავლობაში საზოგადოებამ ახალი, საინტერესო სათემო ინიციატივები გაიცნო. ამასთან ერთად გრანტის გამცემმა საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სათემო ორგანიზაციებს საკუთარი შესაძლებლობები გააცნეს.
ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)