აჭარა. ხულოში აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლის შეხვედრა გაიმართა.
„ლექციები წაიკითხეს სოციალურმა ანთროპოლოგებმა რუსლან ბარამიძემ და თამთა ხალვაშმა. რუსლან ბარამიძემ ისაუბრა საბჭოთა კავშირის პერიოდში აჭარელი თემის მუსლიმურ პრაქტიკებზე, ხოლო თამთა ხალვაშმა ილაპარაკა აჭარულ რწმენა-წარმოდგენებსა და მოდერნიზაციის პროექტებზე საბჭოთა კავშირში და დღევანდელობაში. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ნახევრად აკადემიური და ნახევრად პოლიტიკური სივრცეა, რომლის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარება და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)