თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გადამდგარი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების დისკრიმინაციულ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე ნოტარიუსის თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსებს გასაჩივრებული ნორმა ათავისუფლებს პროფესიული და ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან, ხოლო იმ ნოტარიუსებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, ეკისრებათ ამგვარი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება.
ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას არავითარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება არ გააჩნია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)