თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნას.
„მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)