თბილისი. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეჩერებული პროცესის შესახებ.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი და უზრუნველყოს მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ღია მმართველობის პროცესი, მისი მისია და ღირებულებები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
ამასთან, დამატებით მივმართავთ OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს, პროცესის აღდგენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოს ამ ხანგრძლივი კრიზისის მოგვარებაში და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: civilin.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)