თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პლატფორმა სალამის სახელით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ კამპანიის „გვარი დამიბრუნე“ ფარგლებში, კანონპროექტის ინიცირებაზე უარის გამო.
„ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების არსებითი შესწავლისა და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე. თავის მხრივ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფორმალური, სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააბათილა ხელმოწერები, რითაც ათასობით ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება დარღვევის რისკის ქვეშ დააყენა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)