თბილისი. საია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ასაჩივრებს.
საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებული ნორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეინახოს 20 ან 28 წლის ვადით. საია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდამრღვევი პირის შესახებ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციოს 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებაში დადგენილ სტანდარტებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)