თბილისი. ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
„2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა, რომელიც ვერც საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გაფორმებულმა 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განმუხტა და ვერც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. პოლიტიკური კრიზისზე დაფუძნებული დღის წესრიგიდან სრულად აღმოჩნდა გამოტოვებული: პანდემიის შემაშფოთებელი ადამიანიური და სოციალური შედეგები; ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ინფილაციის უპრეცედენტო მასშტაბების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა; ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული რეფორმების საკითხები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)