თბილისი. სამართლიანი არჩევნები შავი ზღვის ფონდის (Black Sea Trust) მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ახალგაზრდა სამოქალაქო ლიდერების გაძლიერება საქართველოში”.
„პროექტის ფარგლებში ხორციელდება სამოქალაქო განათლების ტრენინგების სესია, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას მოტივირებული ახალგაზრდა ლიდერთა მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლებიც შემდგომში, შესაბამისი უნარებითა და ცოდნით, აქტიურად ჩაერთვებიან სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობებში.
ტრენინგების ბოლოს, ახალგაზრდები შეიმუშავებენ თავიანთი რეგიონისა და თემის საჭიროებების მიხედვით პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც მათ „სამართლიანი არჩევნები“ დაეხმარება.
მონაწილეთა ნაწილი პროექტის დასრულების შემდგომ, გაივლის სტაჟირების წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)