თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტის თანახმად, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი გლობალური სამიტი მიზნად ისახავს ღია მმართველობის საზოგადოების მობილიზებას, შემართების ამაღლებას და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებისათვის ძლიერი გლობალური საფუძვლის ჩამოყალიბებას.
„დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას OGP-ის პრინციპების მხარდაჭერისა და ღიაობისკენ გადადგმული ნაბიჯების მხრივ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)