თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ნიკა გვარამიას საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, ასკვნის, რომ არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.
„გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.
იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
ფოტო: მთავარი არხი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)