თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“.
„ანგარიშში სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის შემოწმების შედეგებია ასახულია და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შესწავლილი საბაკალავრო პროგრამების უმეტესობაში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ერთი სავალდებულო საგნით ისწავლება. ამასთან, როგორც წესი, საგნის შინაარსი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ასახული უფლებების შინაარსის შესწავლით შემოიფარგლება და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი სტუდენტებს თითქმის არ მოეთხოვებათ“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)