თბილისი. ომბუდსმენის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა და პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად.
„საქართველოს სახალხო დამცველი, მისი ბოლოდროინდელი საქმიანობის გამო, პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი სიტყვიერი მუქარისა და თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან მკაფიოდ განსაზღვრული საერთაშორისო პრინციპები და უზრუნველყონ საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დაცვა დაშინების, მუქარის ან ნებისმიერი იმგვარი ქმედებისგან, რამაც შეიძლება შეზღუდოს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.
მთავრობა და პარლამენტი ვალდებული არიან არასათანადო ჩარევისა და ხელის შეშლისგან დაიცვან ინსტიტუტები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ სახელმწიფოს, და ახორციელებენ საქმიანობას ადამიანის უფლებების, თანასწორობის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)