თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი კიკილაშვილმა საპატრულო პოლიციას უკანონო დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა მოუგო.
„დავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2017 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლოს, მის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ პოლიციას მისი უკანონო დაკავებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სამწუხაროდ, სასამართლომ მორალური ზიანი მინიმალური ოდენობით, 100 ლარით განსაზღვრა, თუმცა, ამ საქმეში ირაკლისთვის ბოლომდე დავას და სიმართლის დამტკიცებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)