ქვემო ქართლი. 20 დეკემბერს, ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვის და მოსაზრებების გაცნობა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)