თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი რჩება.
„საქართველოს მთავრობას „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა წარედგინა პარლამენტში, თუმცა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
აუცილებელია, იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, განაახლონ/დაიწყონ კანონპროექტის ინიცირების პროცესი, რათა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს აღებული ვალდებულებები“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)