თბილისი. მოძრაობამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ პროექტის - „სოციალური დაცვა უხილავი შშმ პირებისთვის COVID-19-ის პირობებში“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალება - ნაწოლების რისკის შესამცირებელი ბალიშები (Roho Cusion) შეიძინა.
„დამხმარე საშუალება - ბალიში (Roho Cusion) აუმჯობესებს მობილობის შეზღუდვის მქონე პირების ყოველდღიურ ცხოვრებას და ახდენს ნაწოლების პრევენციას, რაც შემცირებული მობილობის და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)