en
ge

ქართულ–ეგვიპტური კონფერენცია

თბილისი. ,,ნიდერლანდიების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით ქართულ-ეგვიპტური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ და მის ერთ–ერთ მიზანს ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ყურადღება  ქალთა უფლებებსა და ჩართულობაზე გამახავილდა. მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციებისას მთავარი აქცენტი პოლიტიკურ ვითარებაზე გააკეთეს, ეგვიპტელების თქმით ამ ეტაპზე ხალხის აზრს პატივს არ სცემენ და მათი მოთხოვნები თუნდაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის. გაიმართა დისკუსიაც. კონფერენციის მონაწილეებს ეგვიპტის პარლამენტის 2 წევრი შეხვდა, მათ შორის ერთ–ერთი მათგანი ქალი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ეგვიპტის ისტორიაში პირველი პოლიტიკოსი ქალია. 
წყარო:ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)