თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.
„მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს.
საკანონმდებლო პაკეტი საკითხის შესწავლის გარეშე იქნა ინიცირებული;
მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ რეფორმის მიღმა დარჩა;
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გაუმართლებელია;
საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს;
მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და რეფორმის ჩატარების მიზნით გამართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)