თბილისი. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის დაწყებას (მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – განმარტებით ბარათში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს).
პროცესის დაჩქარებამ, გამორიცხა წარმოდგენილი ცვლილებების ყველა შედეგის სიღრმისეული გაანალიზება, რასაც წარმოდგენილი ცვლილებებისა და დარგის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარების საკითხები მოითხოვს. ამასთან, ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართული დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, გარემოსდამცველები, მათთან არ ყოფილა განხილული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა და მთავრობის მიზნები, ამ ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში...
ხელმომწერი ორგანიზაციები წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალურ შეფასებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ პროექტის კანონად ქცევამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობებს და მძიმედ აზარალოს საზოგადოების საჯარო ინტერესები.
წყარო: civilin.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)