თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას.
„საია ლექსო ლაშქარავას ოჯახთან შეთანხმებით, გააგრძელებს მიმდინარე გამოძიებების პროცესში ოჯახის უფლებების დაცვას.
ორგანიზაციის ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თაობაზე, ხოლო დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას სწორედ აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შედეგად გავაცნობთ“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)