თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
„სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნები და ქმედება თაღლითობად გადააკვალიფიცირა.
დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის „ტვ პირველის” დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)