თბილისი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში (USAID Georgia) აგრძელებს ქართველი ოსტატების მხარდაჭერას, რომ უფრო მაღალი შემოსავლები მიიღონ და თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ.
„2020 წელს 120 ოსტატს ხელი შევუწყვეთ აშშ-ში დაფუძნებულ ელექტრონული კომერციის ვებსაიტ ETSY-ზე საკუთარი ბიზნესის დარეგისტრირებაში. ოსტატებს მარკეტინგული მხარდაჭერაც გაუწიეთ, რათა დავხმარებოდით საერთაშორისო მომხმარებლებთან თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციაში. 2021 წლის განმავლობაში ამ ოტატების მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა $110,000 შეადგინა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)