შიდა
ქართლი. 16 და 17 მაისს, ხაშურში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, ქალთა გაძლირების პროექტის ფარგლებში ორდღიან სემინარს გამართავს. პროექტის
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს
რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები,
რომელთა შეუძლიათ საკუთარ რაიონებში ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში
გარკვეული წვლილი შეიტანონ.
ორგანიზაციის სემინარები მიეძღვნება უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ
ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და
დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს 31 რაიონსა და სოფელში ანალოგიური შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში