თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 390-მდე სოციალურმა აგენტმა გაფიცვა გადაწყვიტა.
„დასაქმებულთა მოთხოვნები, გაწეული სამუშაოს ტარიფებისა და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას უკავშირდება. ამასთან, კოლექტიური დავის მონაწილენი დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე) არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას მოითხოვენ.
ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომლის საგაფიცვო მოთხოვნებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)