თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მოთხოვნის შედეგად, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებისთვის მომსახურების გაწევისას ექიმი ვალდებულია გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე.
„სამინისტროს მიერ, გათვალისწინებული იქნა PHR-ის მოთხოვნა და პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილებას დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისის გამწევი, ვალდებულია სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე ან სახის ფარი“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)