თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის სფეროში განხორციელებული წმენდის გასაპროტესტებლად, კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავს.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საშტატო ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო.
მიგვაჩნია, რომ კულტურის სამინისტრო ახორციელებს საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო. Რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულები ფასდებიან არა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ მათი განსხვავებული მოსაზრებების, საჯარო პოზიციებისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, რაც ცალსახად წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)