თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცლეებულ ვიდეოში ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მოგვითხრობს მშობლობაზე იზოლაციის დროს.
„ექვს წლამდე ასაკის ბავშვისთვის მეცადინეობა და დასწავლა წამყვანი ქცევა არ არის. მისი ქცევა თამაშია. ზოგადად, ჩვენი საზოგადოება არასერიოზულად უყურებს თამაშს, განსაკუთრებით მშობლები. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვი თავისთვის რაღაცებს შვრება, დროს ატარებს. ეს არ არის დროის გატარება, დროის ფუჭად კარგვა. რატომ? იმიტომ რომ ბავშვისთვის თამაში არის ცხოვრების შესწავლა, უნარების განვითარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება“.
ვიდეო ბლოგი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლების“ მიერ, პროექტის „მსობლობა იზოლაციის დროს“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)