თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა კვლევა: „შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასება 2021“.
„კვლევის მიზანია ერთი წლის თავზე შეაფასოს შრომის რეფორმის შედეგად გაზრდილი მანდატის და ინსტიტუციური გაძლიერების კვალდაკვალ შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტიანობა. კვლევა ინსპექციის დაარსებიდან (2015 წ.) პირველად შეაფასებს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობას არსებული გამოწვევებისა და სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირების მიზნით.
კვლევის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისთვის, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის სისტემის გაუმჯობესებას და ქვეყანაში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)