თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩაერთო.
„საკონკურსო კომისიაში „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობა მიზნად ისახავს პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის შესახებ.
კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და მასთან ერთად, მეორე დამოუკიდებელი ორგანოს - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაჩქარებულად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური წარმომადგენლობების მწვავე კრიტიკის ფონზე მიიღო“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)