თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებების (PHR) ინფორმაციით, 22 იანვარს მედიაში გავრცელდა ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერები, რაც წარმოადგენს მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული ჩანაწერები აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას ბავშვის შესახებ.
ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია აუდიო ჩანაწერების გასაჯაროება, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულების, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას.
„ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო, შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)