თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამი მონაწილე - ნინო ტაგანაშვილი, მარიამ სალუქვაძე და ანა გოგოლაძე ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (Eurasian Academic Anti-Corruption Network) სხვა მონაწილეებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდნენ.
„სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო პროგრამის მონაწილეების ცოდნისა და ცნობიერების ზრდა მოლდოვაში კორუფციის რისკებისა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით. ამავდროულად, სასწავლო ვიზიტის შედეგად, გაღრმავდა ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (Eurasian Academic Anti-Corruption Network) წარმომადგენელთა თანამშრომლობა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)