en
ge

10 შეკითხვა ადგილობრივ ხელისუფლებას

გურია. 7 ივლისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ 10 შეკითხვას უპასუხა. შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. აქტუალური შეკითხვების თავმოყრის მიზნით, ცენტრის თანამშრომლები წინასწარ დაუკავშირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც ცენტრში მათთვის საინტერესო კითხვები გააგზავნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი შესაბამისი პასუხები მოამზადა.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტები, საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობა, სამშენებლო ნებართვები, თვითმმართველობის მოხელეთა შერჩევა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
სამოქალაქო საზოგადოების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ალეკო მამეშვილმა გასცა პასუხები.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ამერიკის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. ის საზოგადოებას სთავაზობს მრავალი საჭირბოროტო საკითხის ღიად განსახილველ ხელსაყრელ ადგილს. დიალოგის ხელშეწყობის პროცესი მიზნად ისახავს მოქალაქეთა დემოკრატიული ჩართულობის წახალისებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)