თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2022 წლის 1 თებერვლიდან ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის ვადები მცირდება.
„კერძოდ, ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ევროპულ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაგებით, და, ნაცვლად ექვსი თვისა, არ არის გასული ოთხ თვეზე მეტი საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)