თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ანგარიშს ნამახვანის ჰესის მედიაციის პროცესის შესახებ.
"წინამდებარე ანგარიშში, ერთი მხრივ, აღწერილია ის გარემოებები, რომელიც ვერ მოხვდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადებულ ანგარიშში. ისინი სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა აღნიშნულ პროცესში და ვერ გასაჯაროვდა მედიაციის მსვლელობის ექვსი თვის მანძილზე იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების პროცესი არ დაზიანებულიყო. მეორე მხრივ წინამდებარე ანგარიში გვთავაზობს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საკვანძო საკითხების შესახებ გაკეთებული დასკვნების ხელახლა გააზრებას და მათ გავრცობას სოციალური სამართლიანობის ცენტრის პერსპექტივიდან", - ვკითხულობთ ანგარიშში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)