ქვემო ქართლი. სოციალური სამართლიანო ის ცენტრის ინფორმაციით, 2 თებერვალს ქვემო ქართლში მომუშავე აზერბაიჯანულენოვანმა რეგიონალურმა მედია ორგანიზაციამ, interpress.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მარნეულის მკვიდრი, მალიქ აღაევი აცხადებს, რომ მარნეულის იუსტიციის სახლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე არ ესაუბრებიან.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, ცენტრალური ხელისუფლების სხვა რეგიონულ სამსახურებს და მუნიციპალურ ორგანოებს, შექმნას თარგმნის რესურსები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რათა მათთვის სერვისების მიწოდების პროცესში, არ მოხდეს მათი სპეციალური საჭიროებების და კონტექსტის უგულებელყოფა და არ დაუშვან ამ ადამიანების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი უფლებების დარღვევა.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)