თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დააკვირდა პოსტსაარჩევნო პერიოდში იმ მუნიციპალიტეტებში განვითარებულ მოვლენებს, სადაც უმრავლესობა მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
ორგანიზაციის შეფასებით, „საკრებულოებში მიმდინარე პროცესები ნათლად წარმოაჩენს ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებებს, რომელთა შორისაა ძალაუფლების განაწილების მიუღებლობა, საზოგადოების საკეთილდღეოდ შეთანხმების მიღწევის სირთულე, უარეს შემთხვევაში - შეუძლებლობა, თვითმმართველობის არსის გაუცნობიერებლობა და რეალურად დეცენტრალიზაციის არარსებობა“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)