თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქპატენტის“ გათავისუფლებული თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა.
ორგანიზაციის შეფასებით, მინდია დავითაძის გათავისუფლების საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ელემენტები იკვეთება.
„მოსაზრებაში განხილულია ის ძირითადი ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტები, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიერ საკითხის სამართლიანად და სათანადო სტანდარტების დაცვით გადაწყვეტას“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)