იმერეთი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ (LDA) გაცნობითი შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
„შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გაგვიზიარეს თავიანთი მოლოდინები საბჭოს საქმიანობის მიმართ. გავაცანით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ხედვა საბჭოს შემდგომი საქმიანობისა და მასში ჩვენი ჩართულობის შესახებ.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)