კახეთი. თელავში მე-8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა PH international-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მოპოვებული 450 დოლარის ოდენობის გრანტით დასუფთავების აქცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ტერიტორიაზე დადგა ნაგვის ურნები.
მათ აქტიურ დახმარებას უწევდა თელავის განათლების გავითარების და დასაქმების ცენტრი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური, რომელმაც სპეციალურად აქციის ფარგლებში გამოყო ორი ნაგვის გამტანი მანქანა და მუშა ხელი.
აღნიშნულ პროექტში მე-8 სკოლიდან ჩართული იყვნენ სამოქალაქო კლუბის წევრები და მოხალისეები.
კლუბის წევრი ია ბაჩიაშვილი:
,,ჩვენ ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გვაწუხებდა. ამის გამო ჩვენმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ სამოქლაქო კლუბებისათვის PH international-ის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურში მიგვეღო მონაწილეობა და მოგვეთხოვა თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენდა საბედნიეროდ დაგვიფნანსდა”.