თბილისი. გაეროს ქალთა ფონდის ინფორმაციით, 2022 წლის 8 მარტის მთავარს თემას წარმოადგენს „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“.
„იგი მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში იმ ქალებისა და გოგოების წვლილის აღიარებას, რომლებიც წარმატებით უძღვებიან კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა თუ მათზე რეაგირების საქმიანობებსა და მდგრადი მომავლის მშენებლობას.
აღიარებულია, რომ კლიმატის ცვლილებები ქალებზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე, რადგან ისინი ღარიბი და ბუნებრივ რესურსებზე მეტად დამოკიდებული მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ამდენად, კლიმატის ცვლილებები მათ განსაკუთრებით აზიანებს.
ამავდროულად, ქალები და გოგოები არიან ქმედითი და ძლიერი ლიდერები და ცვლილებების ინიციატორები კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა და მათთან შეგუების თვალსაზრისით“.
წყარო: georgia.unwomen.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)