თბილისი. მითების დეტექტორმა გადაამოწმა ვიზუალური მანიპულაცია, რომელზეც წალენჯიხის მერი ჩასარიცხ აპარატთან ერთადაა გამოსახული. მანიპულაციას მერის გაყალბებული ციტატაც აქვს დართული. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდის „ლიდერი 41” ადმინისტრატორმა დავით თორდიამ პირად ფეისბუქ-პროფილზე გააზიარა.
„დავით თორდიას პოსტი დამუშავებულ ფოტოს და გაყალბებულ ციტატას შეიცავს. გიორგი ხარჩილავას ავთენტურ ფოტოზე წალენჯიხის გერბია და არა ჩარიცხვის აპარატი, მისი ციტატა კი აპარატის კაბინეტში დადგმასთან დაკავშირებით – გამოგონილია“, ნათქვამია მითების დეტექტორის ვებგვერდზე.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)