ჯავახეთი-ქვემო ქართლი. სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სოციალური მედიის ექსპერიმენტული კვლევა ჩაატარა.
მონიტორინგის მიზანი იყო გამოევლინა სოციალური მედიის პლატფორმების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ტენდენციები და გამოეკვეთა მთავარი გზავნილები, რომლებიც არჩევნების პერიოდში იყო აქტუალური და ამომრჩეველთა ქცევასა და განწყობებზე გავლენას ისახავდა მიზნად.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)